ჯგუფური ეტაპის უკანასკნელ ტურში, ულების თასზე მანუჩარ მარკოიშვილი და მისი “კიევი” გასვლაზე “არტლენდთან” 69:71 დამარცხდნენ და იქიდან გამომდინარე, რომ “ბენეტონმა” გასვლაზე თავისი მატჩი მოიგო, საბოლოოდ, ორივე გუნდს მოგება-წაგების თანაბარი მაჩვენებელი დაუგროვდა, თუმცა ქულების უკეთესი მაჩვენებლის გამო, პირველ ადგილზე “ბენეტონი” გავიდა.
შეხვედრა დაძაბული გამოდგა და პირველი ნახევარი სტუმრებმა, “კიევის” მოთამაშეებმა 35:34 თავის სასარგებლოდ დაასრულეს.
მიუხედავად იმისა, რომ “კიევმა” მოხსნებში ოპონენტს 38:30 აჯობა, მატჩი მაინც “არტლენდის” გამარჯვებით დასრულდა, რაც პირველ რიგში ნაკლები შეცდომით (13:17) და სროლების უკეთესი პროცენტული მაჩვენებლით იყო განპირობებული.
რაც შეეხება მარკოიშვილს, საქართველოს ნაკრების წევრმა 10 საშUალო სროლიდან მხოლოდ 3 გამოიყენა და საბოლოოდ, 32 წუთში 12 ქულა, 6 მოხსნა, 2 ჩაჭრა და ერთიც დაფარება დააგროვა. მის გუნდში 14 ქულით ყველაზე შედეგიანი პუ ჯიტერი გახდა.
მატჩის სტატისტიკას აქ იხილავთ
სატურნირო მდგომარეობაH ჯგუფი
1. ბენეტონი 7:3 +712. კიევი 7:3 +673. ლუკოილი 6:4 +754. არტლენდი 5:5 -705. რიგა 3:7 -56. პო-ორტეზი 2:8 -138
ულების თასის I ჯგუფური ეტაპის საბოლოო მდგომარეობას აქ იხილავთ.