მანუჩარ მარკოიშვილის კიევმა გასვლაზე რიგას მოუგო

მნიშვნელოვანი გამარჯვება მოპიპოვა ულების თასზე მანუჩარ მარკოიშვილის “კიევმა”, რომელმაც გასვლაზე 81:72 “რიგა” დაამარცხა და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე იმყოფება. საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ამჯერად სათადარიგოთა შორის იმყოფებოდა და 28 წუთში 10 ქულა, 5 მოხსნა, 2 დაფარება, 2 ჩაჭრა და 1 შედეგიანი გადაცემა შემატა გუნდს. მარკოიშვილმა ცუდად შეასრულა თამაშიდან სროლები (7-ში 2 გამოიყენა), სამაგიეროდ კარგად ისროლა საჯარიმოები (6/5) და შეხვედრა +17 ნაყოფიერების კოეფიციენტით დაასრულა.

I ჯგუფი1. ლუკოილი 5:2 +622. კიევი 5:2 + 533. ბენეტონი 4:3 +474. არტლანდი 4:3 -445. რიგა 2:5 -106. პო ორტეზი 1:6 -113
მატჩის სტატისტიკას აქ იხილავთ.