მანუჩარ მარკოიშვილმა ოლიმპიაკოსთან 13 ქულა დააგროვა

მანუჩარ მარკოიშვილმა ოლიმპიაკოსთან 13 ქულა დააგროვა

საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერის, მანუჩარ მარკოიშვილის “ბ.კ. კიევი” ტესტ-მატჩების სერიას აგრძელებს. უკრაინელები ამჯერად ბერძნული კალათბურთის გრანდს, “ოლიმპიაკოსს” შეხვდნენ და 83:69 გაანადგურეს.
არადა, “ოლიმპიაკოსის” შემადგენლობაში თამაშობენ ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც არვიდას მაციაუსკასი, როდერიკ ბლეკნი და ლინ გრირი არიან.
მარკოიშვილმა შეხვედრა 13 ქულით დაასრულა, მასზე მეტი კი უკრაინულ გუნდში რაიან სტეკმა (19) და იუჯინ ჯეტერმა (18) მოიმკეს. “პო-ორტეზის” ყოფილი წევრის, არტურ დროზდოვის მონაგარი 10 ქულა იყო.