მარკის რიდი მატჩის საუკეთესო მოთამაშეა — ბაჰჩეშეჰირმა იტალიაში რომა გაანადგურა

მარკის რიდი მატჩის საუკეთესო მოთამაშეა — ბაჰჩეშეჰირმა იტალიაში რომა გაანადგურა
ევროთასის მე-8 ტურში მარკის რიდის „ბაჰჩეშეჰირმა“ სტუმრად იტალიური „რომა“ 22-ქულიანი სხვაობით — 92:70 დაამარცხა. გამარჯვებულთა რიგებში საუკეთესო საქართველოს ეროვნული ნაკრების ნატურალიზებული კალათბურთელი იყო, რომელიც დამსახურებულად გახდა შეხვედრის MVP.
 
ამერიკელმა მცველმა თამაში სათადარიგო სკამიდან დაიწყო, თუმცა პარკეტზე გატარებულ 18 წუთსა და 8 წამში მეტოქის დაცვას სერიოზული პრობლემები შეუქმნა და 18 ქულა დააგროვა. რიდმა სროლებში მაღალი სიზუსტე გამოავლინა: მან 9-დან 6 ორქულიანი გამოიყენა, ხოლო პერიმეტრიდან ორივე მცდელობა (2/2) ზუსტად შეასრულა. საკუთარი ქულების გარდა, მარკისმა აქტივში 4 შედეგიანი გადაცემა, 3 ჩაჭრა და 1 მოხსნა ჩაიწერა. მის პასივში 1 დაკარგვა და 4 პერსონალური ფოლი დაფიქსირდა, მეტოქეები კი მასზე ერთხელ დაჯარიმდნენ.
 
ამ წარმატების წყალობით, თურქულ კლუბს 8 შეხვედრაში უკვე 7 მოგება დაუგროვდა და D ჯგუფის სატურნირო ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობს. ევროთასის ეგიდით „ბაჰჩეშეჰირი“ მომდევნო მატჩს 8 დეკემბერს, საკუთარ მოედანზე ბულგარულ „ბალკან ბოტევგრადთან“ გამართავს.