2012 წელს გამართული მეორე შეხვედრაც წააგო „გრან კანარიამ“. საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ნათამაშები კალათბურთელების გუნდი ამჯერად შინ, „ვალენსიასთან“ დამარცხდა – 63:71.
ტორინ გრინს ტრავმის გამო შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია, ხოლო მარკიზ ჰეინსი ხუთეულში იყო და კანარიულ გუნდში ბომბარდირიც გახდა. ჰეინსმა მოედანზე 26 წუთი დაჰყო და ამ ხნის მანძილზე 16 ქულა, 4 ჩაჭრა და 2 პასი მიითვალა. მარკიზმა 9 ცდიდან 4 სამქულიანი, 4 ორიანიდან კი 2 ჩააგდო. კანარიელთაგან 10–ქულიანი ზღვარი ხუან პალაციომაც დაძლია, რომელმაც 14 ქულა მოაგროვა. ვალენსიელთაგან საუკეთესო ნანდო დე კოლო (17 ქულა) გახლდათ, ხოლო რაფა მარტინესმა 16 მოაგროვა.
5 მოგებითა და 10 მარცხით „გრან კანარია“ პრიმერადივიზიონის ცხრილში მე–14 ადგილზეა. მომდევნო მატჩს ჰეინს–გრინის გუნდი 15 იანვარს, შინ „ესტუდიანტესთან“ გამართავს.
მარკიზ ჰაინსი “ვალესნიასთან” ბომბარდირი გახდა