მანუჩარ მარკოიშვილს ევროლიგის ფინალამდე 1 ნაბიჯი დააკლდა. მას და მთლიანად ცსკა-ს ამაში ხელი ვასილის სპანულისმა შეუშალა. ბერძენმა გენიოსმა ნახევარფინალური მატჩში მოგროვებული 13 ქულიდან 11 ბოლო პერიოდში ჩააგდო და „ოლიმპიაკოსი“ ფინალში გაიყვანა.
ცსკა-ს დამაჯერებლობა დააკლდა, „ოლიმპიაკოსმა“ კი ხასიათით იმარჯვა. მოსკოველები საფინალო სირენამდე 4,30 წუთით ადრე 9 ქულით – 61:52 იგებდნენ. მატჩში ყველაზე დიდი სხვაობაც ეს გახლდათ, თუმცა არმიელებმა საქმე გამარჯვებამდე ვერ მიიყვანეს – 70:68.
სპანულისმა თამაშიდან პირველი ბურთი ბოლო პერიოდში ჩააგდო და მერე რომ მიჰყვა, 3 სამქულიანი ჩააგდო. აქედან ბოლო სამიანი საფინალო სირენამდე 7 წამით ადრე გაშანსა, როცა მეურვე ნანდო დე კოლოს „სტეფ ბექით“ დაუსხლტა, თუმცა ფარისგან მოწინააღმდეგე მიმართულებით და ძალიან შორიდან გამარჯვების სამიანი ჩააჭედა.
მანუჩარ მარკოიშვილი სათადარიგო იყო და მოედანზე 3,49 წუთით გამოჩნდა. ქართველი ლეგიონერი თამაშში პირველი მეოთხედის მიწურულს ჩაერთო და საკმაოდ კარგად ითამაშა დაცვაში. მანუჩარს არ შეუტევია, მან 1 ჩაჭრა მიითვალა და 2 ჯარიმა მიიღო.
ცსკა-ში 18 ქულით საუკეთესო შედეგი ნანდო დე კოლოს ჰქონდა, 11 ქულა დააგროვა საშა კაუნმა, აარონ ჯექსონის ანგარიშზე კი 9 ქულა და 7 ჩაჭრა დაგროვდა. „ოლიმპიაკოსში“ 14 ქულით გეორგიოს პრინტეზისი გამოირჩა, სპანულისმა 13 მიითვალა, 10 ქულა დააგროვა კოსტას სლუკასმა.
მეორე ნახევარფინალურ მატჩში ოთხთა ფინალის მასპინძელმა „რეალმა“ და თუქრული „ფენერბაჰჩე“ 96:87 დაამარცხა. ცსკა მესამე ადგილისთვის მატჩში კვირას “ფენერბაჰჩეს” შეხვდება.
მატჩის გმირი ვასისლის სპანულისს თანაგუნდელები ულოცავენ