მარკოიშვილი ევროჩელენჯის სათავეში

მას შემდეგ, რაც უკრაინულმა „ბკ კიევმა“ ერთადერთი ქართველის გარდა ყველა ლეგიონერი გაათავისუფლა, ევროჩელენჯის თასზე გერმანულ “ოლდენბურგს” 64:54 სძლია და J ჯგუფში ლიდერობა შეინარჩუნა.
მარკოიშვიმა უკრაინული გუნდის სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე გატარებულ 38 წუთში 16 ქულა, 3 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. მანუჩარმა 7-დან 2 ორქულიანი, 7-დან 3 სამქულიანი და 6-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი რვაჯერ დაკარგა და 2 ჯარიმა მიიღო.
3 მოგებითა და 1 მარცხით მარკოიშვილის კლუბს J ჯგუფში პირველი ადგილი უკავია. კიეველები მომდევნო მატჩს 3 მარტს სტამბულში თურქულ “გალათასარაისთან” გამართავენ.
K ჯგუფში ლიდერ კვიპროსულ აელ–თან გასვლით მატჩში 78:88 დამარცხდა ტაირონ ელისის “კახასოლი”. საქართველოს ნაკრების ამერიკელმა გამთამაშებელმა ესპანური გუნდის სასტარტო შემადგენლობაში იასპარეზა და სტუმრებს 24 წუთში 11 ქულა, 1 მოხსნა და 3 პასი შეაწია. ელისმა 6-დან 2 სამქულიანი, 1 ორქულიანი და 3 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი კი სამჯერ დაკარგა.
“კახასოლის” რიგებში საუკეთესო კანერ მედლიმ 17 ქულითა და 12 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა.
ტაირონის კლუბი 1 მოგებითა და 3 მარცხით მე-3 ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 3 მარტს როსტოვის “ლოკომოტივის” წინააღმდეგ ჩაატარებს.
 

მარკოიშვილი გერმანელების ფარს უტევს