მარკოიშვილი იტალიის თასისთვის ბრძოლას გამოეთიშა

მას შემდეგ, რაც ვიქტორ სანიკიძის „კანადიან სოლარი“ იტალიის თასის გათამაშების ნახევარფინალში გავიდა, რიგი მანუჩარ მარკოიშვილის „კანტუზე“ მიდგა, რომელიც მეოთხედფინალში „ბიელას“ ხვდებოდა, თუმცა დაძაბულ ბრძოლაში 65:70 წააგო.
ქართველი ლეგიონერი კანტუელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და მოედანზე გატარებულ 28 წუთში 5 ქულა, 3 მოხსნა და 2 პასი მოაგროვა. მარკოიშვილმა 5 ცდიდან 1 ორქულიანი და 3–დან 1 სამიანი ჩააგდო. მას ნაადრევად მოუწია მოედნის დატოვება, რადგან 5 პერსონალური ჯარიმა მიიღო.
დღეს იტალიის ქალაქ აველინოში ნახევარფინალები გაიმართება. „სიენა“ „ბიელას“ შეხვდება, ხოლო ვიქტორ სანიკიძის „კანადიან სოლარი“ მასპინძელ „ეარ აველინოს“.