მანუჩარ მარკოიშვილს ევროლიგის ოთხთა ფინალში გასვლა გადაედო. მოსკოვში პანათინაიკოსთან ზედიზედ 2 მატჩის მოგებისა და მეოთხედფინალურ სერიაში 2:0 დაწინაურების შემდეგ ცსკა-მ მორიგი შეხვედრა ათენში გამართა და დაძაბულ ბრძლაში – 84:85 წააგო.
ქართველმა უკანახაზელმა თავი ვერ გამოიჩინა, რისი მთავარი მიზეზიც ის მცირე სათამაშო დროა, რომელიც მას ცსკა-ს ბერძენმა თავკაცმა იანის იტუდისმა დაუთმო. მარკოიშვილმა მოედანზე მხოლოდ 8 წუთი გაატარა და ამ ხნის განმავლობაში თითო ორქულიანი და სამიანი ააცილა. საუკეთესო შედეგი სონი ვიმსმა დააფიქსირა, რომელმაც 24 ქულა მიითვალა, მარკოიშვილის ამპლუის ნანდო დე კოლომ კი 19 ქულა დააგროვა.
ბერძნულმა კლუბმა სერიაში ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა და თუკი 22 აპრილს სერიის მომდევნო მატჩსაც მოიგებს, მესამე, გადამწყვეტი შეხვედრა დაინიშნება, რომელსაც 28 აპრილს მოსკოვი უმასპინძლებს.