მარკოიშვილის 11 ქულა და გალათასარაის მოგებით დაწყებული ნახევარფინალი

მარკოიშვილის 11 ქულა და გალათასარაის მოგებით დაწყებული ნახევარფინალი

თურქეთის ჩემპიონატში ნახევარფინალურ სერიაში ჩაება მანუჩარ მარკოიშვილის „გალათასარაი“. სტამბოლელებმა იზმირის „პინარ ქარშიაქას“ უმასპინძლეს და საბოლოოდ ანგარიშით 70:54 დაამარცხეს.
 
ნახევარფინალური სერია 3 გამარჯვებამდეა, „გალათასარაის“ კი, როგორც რეგულარული ჩემპიონატის გამარჯვებულს, მოედნის უპირატესობა აქვს. სტამბოლელთა გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წილი დაიდო ქართველმა უკანახაზელმა. მარკოიშვილი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, თუმცა მოედანზე 29,22 წუთი გაატარა და პირად ანგარიშზე 11 ქულა, 3 მოხსნა და 1 ჩაჭრა ჩაიწერა.
 

 
მანუჩარმა 7-დან 4 ორქულაინი და 4-დან 1 სამიანი ჩააგდო. რაც შეეხება მასპინძელთა ბომბარდირს, ის ამერიკელი იამონ გორდონი გახდა, რომელმაც 16 ქულა დააგროვა, ხოლო პუერტორიკოელმა კარლოს აროიომ სტამბოლელებს 15 ქულა შესძინა.
 
სერიის მომდევნო მატჩს , 27 მაისს, კვლავ  „გალათასარაი“ უმასპინძლებს, რის შემდეგაც, სერია იზმირში გადაინაცვლებს.