მარკოიშვილის 12 ქულა ბანვითთან და ნახევარფინალის საგზური

მარკოიშვილის 12 ქულა ბანვითთან და ნახევარფინალის საგზური

მანუჩარ მარკოიშვილის „დარუშაფაკა“ თურქეთის ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა. დარუშაფაკელებმა მეოთხედფინალური სერიის მეორე მატჩი სტუმრად მოუგეს „ბანვითს“ და საერთო ანგარიშით 2:0 გაიმარჯვეს.
პირველი მატჩი 17 მაისს გაიმართა და მარკოიშვილის გუნდს დიდი ძალისხმევა დასჭირდა მის მოსაგებად – 77:76. მეორე შეხვედრა დარუშაფაკელებმა სტუმრად შედარებით იოლად – 86:73 იმარჯვეს, რაშიც ქართველი უკანახაზელის წილი სოლიდურია.

მანუჩარმა 24:50 წუთი ითამაშა და 12 ქულა, 4 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. მარკოიშვილმა თითო ორქულიანი და საჯარიმო ზუსტად შეასრულა, ხოლო 6 სამქულიანიდან 3 ჩააგდო. დარუშაფაკელებს 29 ქულით სკოტი ვილბეკინმა ულიდერა, ლიუკ ჰარანგოდიმ 13 ქულა მიითვალა.
„დარუშაფაკას“ მეტოქე ნახევარფინალში რეგულარული ჩემპიონატის გამარჯვებული „ეფესი“ იქნება. ნახევარფინალური სერფია 3 მოგებამდე გაგრძელდება.