მარკოიშვილის 12 ქულა და პანათინაიკოსთან ბოლო წამებზე წაგებული მატჩი

მარკოიშვილის 12 ქულა და პანათინაიკოსთან ბოლო წამებზე წაგებული მატჩი

მანუჩარ მარკოიშვილის „დარუშაფაკა“ ევროლიგის ტოპ-16-ის ჯგუფში ოფიციალურად ჩარჩა. სტამბოლელებმა ათენის „პანათინაიკოსს“ უმასპინძლეს და დიდი ბრძოლის შედეგად ბოლო წამებზე – 84:86 დამარცხდნენ. დარჩენილ 2 ტურში „დარუშაფაკა“ ვეღარ მოახერხებს პლეი ოფში გამსვლელ ოთხეულში მოხვედრას.
შეხვედრის ბოლო წუთზე „დარუშაფაკა“ 84:81 იგებდა, თუმცა უპირატესობის შენარჩუნება ვერ მოახერხა. ელიოტ უილიამსმა სამქულიანით ანგარიში გაათანაბრა, ხოლო სტანბოლელთა ამერიკელი ლეგიონერის, სკოტი უილბეკინის ორქულიანი მიზანს ასცდა. „პანათინაიკოსის“ გამარჯვების ქულები იმავ უილიამსმა საჯარიმოს ხაზიდან ჩააგდო.
ქართველი უკანახაზელი მასპინძელთაგან ერთ-ერთი საუკეთესო იყო. მარკოიშვილი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, თუმც მოედანზე 29 წუთი გაატარა და თავი 12 ქულას, 2 პასს, 2 მოხსნს და 1 ჩჭრას მოუყარა. მანუჩარმა 4-დან 3 ორქულიანი და 6-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. მარგი ქმედების კოეფიციენტით (11) მარკოიშვილი „დარუშაფაკას“ შემადგენლობაში მხოლოდ სემიჰ ერდენს (19) ჩამორჩა.
3 მოგებითა და 9 წაგებით „დარუშაფაკა“ E ჯგუფის ბოლოსწინა, მე-7 ადგილზე იმყოფება. მორიგ, ჯგუფის ბოლოსწინა მატჩს სტამბოლელები 31 მარტს, ბელგრადში, „ცრვენა ზვეზდასთან“ გამართავენ.