მარკოიშვილის 13 ქულა და საევროთასო გამარჯვება იერუსალიმში

მარკოიშვილის 13 ქულა და საევროთასო გამარჯვება იერუსალიმში

საქართველოს ეროვნული ნაკრების ვეტერანი კალათბურთელი, მანუჩარ მარკოიშვილი შესანიშნავ ფორმაშია და იტალიურ “რეჯიო ემილიაში” წარმატებულ თამაშს აგრძელებს. მისი ჩინებული გარჯის წყალობით ემილიელებმა ამჯერად ევროთასის გათამაშებაში, იერუსალიმში იმარჯვეს, სადაც ჯგუფის ფავორიტი “ჰაპოელი” 79:66 დაამარცხეს. 

მანუჩარი სასტარტო ხუთეულში იყო და 29:53 წუთში 13 ქულა, 3 მოხსნა 3 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. ქართველმა კალათბურთელმა 8-დან 3 ორქულიანი, 4-დან 2 სამქულიანი და საჯარიმო ჩააგდო, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ერთხელ დაჯარიმდნენ.

“რეჯიო ემილიას” 4 მოგება და 5 მარცხი აქვს და 6-გუნდიან ჯგუფში მე-4 ადგილზე იმყოფება. სწორედ საუკეთესო 4 გუნდი გადის შემდეგ ეტაპზე, ტო-16-ში. შემდეგი საევროთასო მატჩი რეჯიოემილიელებს 27 დეკემბერს, შინ მიუნხენის “ბაიერნთან” ელის.