მარკოიშვილის 14 ქულა და ცინცაძის 7 პასი

მანუჩარ მარკოიშვილმა მორიგი მძლავრი მატჩი ჩაატარა იტალიურ „კანტუს“ შემადგენლობაში. “მანუმ”  “ბიელასთან” ამხანაგურ შეხვედრაში 14 ქულა მიითვალა და მატჩის ერთ–ერთი შედეგიანი გახდა.
ქართველ კალათბურთელის ამ ბრწყინვალე თამაშს ის თუ ახუნებს, რომ გუშინდელ მატჩში მისმა გუნდმა მარცხი განიცადა. კანტუელები თამაშის პირველი ნახევრის შემდეგ ათი ქულის სხვაობით (37:27) იგებდნენ, თუმცა, საბოლოოდ, 71:73 დამარცხდნენ.
“კანტუს” რიგებში მარკოიშვილს მხოლოდ მაცარინომ აჯობა, რომელმაც 16 ქულის ჩაგდება შეძლო.
ბერძნულმა კლუბმა “ტრიკალამ”, რომლის ღირსებასაც ქართველი კალათბურთელი გიორგი ცინცაძე იცავს, მორიგი ამხანაგური მატჩი გამართა და “პერისტერი” 80:79 დაამარცხა.
ტრიკალელთა რიგებში 10 ქულიან ზღვარს სამი მოთამაშე ასცდა, ცინცაძეს ანგარიშზე კი 2 ქულა და 7 შედეგიანი პასით დაგროვდა. 
2-3 ოქტომბერს “ტრიკალა” ოთხთა ტურნირში ჩაებმება, სადაც მისი მეტოქეები “კოლოსი”, “კავალა” და “ილისიაკოსი” იქნებიან.  
           

ბურთითაა მანუჩარ მარკოიშვილი