მანუჩარ მარკოიშვილმა და მისმა „დარუშაფაკამ“ თურქეთის თასი ფინალური მატჩის ბოლოსწინა წამზე დაკარგეს. სტამბოლურ ფინალში, რომელსაც თურეთის თასის მფლობელი უნდა გამოევლინა, ქართველი ფორვარდი მოვლენების ეპიცენტრი იყო და შეხვედრის ერთ-ერთი საუკეთესო შედეგიც აჩვენა. დასანანი კი ისაა, რომ მარკოიშვილს თურქეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტიტული ხელიდან ბოლო მომენტში გამოეცალა. დღესდღეობით ევროპაში საუკეთესო გუნდმა „დარუშაფაკას“ ბოიან ბოგდანოვიჩის სამქულიანით მოუგო, რომელიც სერბმა მსროლელმა მატჩის დასრულებამდე 1 წამით ადრე ჩააგდო და „ფენერბაჰჩეს“ 67:65 მოაგებინა.
მარკოიშვილმა არასრული 25 წუთი ითამაშა და 16 ქულით თავისი გუნდის ბომბარდირი გახდა. აღსანიშნავია, რომ მანუჩარმა „ბანვითთან“ ნახევარფინალურ მატჩშიც 16 ქულა მოაგროვა. საქართველოს ნაკრების წევრმა 4-დან 2 ორქულიანი და 7-დან 4 სამიანი ჩააგდო, რასაც 4 მოხსნა და 3 ჩაჭრა მოაყოლა. სკოტი ვილბეკინმა 15 ქულა მოაგროვა, ხოლო დარუშაფაკელთაგან სხვას არავის მიუღწევია 10-ქულიან ზღვრამდე. „ფენერბაჰჩეში 21 ქულით ბოგდანოვიჩი გამოირჩა.