მარკოიშვილის 19 ქულა კონიაში გასამარჯვებლად საკმარისი არ აღმოჩნდა

მარკოიშვილის 19 ქულა კონიაში გასამარჯვებლად საკმარისი არ აღმოჩნდა

თურქეთის ჩემპიონატის ერთ-ერთი ლიდერი „დარუშაფაკა“ ერთ-ერთ აუტსაიდერ „იეშილგირესუნთან“ დამარცხდა. მანუჩარ მარკოიშვილის გუნდმა ვერ მოახერხა ცხრილში მე-13 ადგილზე მყოფი გუნდის სტუმრად დამარცხება – 72:77 დამარცხდა და სატურნირო ვითარება გაირთულა.
მანუჩრ მარკოიშვილი დარუშაფაკელთაგან საუკეთესო იყო, თუმცა ქართველი უკანახაზელის 19 ქულა გასამარჯვებლად საკმარისი არ აღმოჩნდა. ქართველმა უკანახაზელმა 4-დან 2 ორქულიანი და 7-დან 5 სამიანი ჩააგდო. მოგროვებულ 19 ქულას მანუჩარმა თოთო მოხსნა-ჩაჭრა მოაყოლა. მარკოიშვილის შემდეგ „დარუშაფაკაში“ შედეგიანი მარკუს სლაგტერი გახლდათ, რომელმაც 12 ქულა მოაგროვა. გამარჯვებულებს კი 20 ქულით დორონ პერკინსმა ულიდერა.
12 მოგებითა და 9 მარცხით „დარუშაფაკა“ კვლავ მე-4 ადგილზეა, თუმცა მდევარმა „ქარშიაქამ“ ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა. მორიგი მატჩი დარუშაფაკელებს 12 მარტს, დღეს სანიკიძის გუნდისგან ძლეულ „კონიასფორთან“ სტამბოლში ელის.