მარკოიშვილის 4 ქულა კრასნოდარში

მარკოიშვილის 4 ქულა კრასნოდარში

ევროლიგის ტოპ-16-ის მორიგ, მე-7 ტურში მე-6 მარცხი განიცადა მანუჩარ მარკოიშვილის „დარუშაფაკამ“. სტამბოლურმა გუნდმა კრასნოდარში „ლოკომოტივთან“ უშანსოდ – 58:82 წააგო და მხოლოდ 1 გამარჯვებით ჯგუფის ბოლო ადგილზე იმყოფება.
ქართველი უკანახაზელი სათადარიგო იყო და მოედანზე მთლიანობაში 19:26 წუთი გაატარა. მანუჩარმა 3-დან 2 ორქულიანი ჩააგდო, 3 სამიანი კი ააცილა. მარკკოიშვილმა საბოლოოდ 4 ქულა, 2 მოხსნა, 1 პასი და 2 ჩაჭრა მოაგროვა, ბურთი ც 2-ჯერ დაკარგა. სტამბოლელთაგან 19 ქულით საუკეთესო სკოტი ვილბეკინი გახდა, 11 ქულა დააგროვა ემირ პრელდჟიჩმა.
1 მოგებითა და 6 მარცხით მარკოიშვილის გუნდი ჯგუფის აუტსაიდერია. მორიგ მატჩს „დარუშაფაკა 25 თებერვალს, შინ ესპანურ „უნიკახასთან“ გამართავს.