მარკოიშვილის 7 ქულა და გამარჯვება იტალიაში

მარკოიშვილის 7 ქულა და გამარჯვება იტალიაში

მანუჩარ მარკოიშვილის გუნდმა ევროლიგის მე-6 ტურში სტუმრად იმარჯვა. სტამბოლელები იტალიაში „სასარი დინამოს“ შეხვდნენ და 68:60 სძლიეს. გამარჯვებაში თავისი წილი ქართველმა უკანახაზელმაც დაიდო.
მარკოიშვილი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე თავის გუნდეთაგან ყველაზე მეტ ხანს – 31:44 წუთი იმყოფებოდა. ამ ხნის განმავლობაში მანუჩარმა 2 ცდიდან 2 ორქულიანი და 5-დან 1 სამიანი ჩააგდო. 7 ქულასთან ერთად ქართველმა უკანახაზელმა 5 ჩჭრა, 2 პასი და 1 მოხსნა მიითვალა. მარკოიშვილი დაცვაში შეუდარებლად ირჯებოდა და მასპინძელთა არაერთი შეტევა ჩაშლა.
ევროლიგის D ჯგუფში „დარუშაფკას“ 3 მოგება და ამდენივე წაგება აქვს და მე-4 ადგილზე იმყოფება. 6-გუნდიანი ჯგუფიდან მეორე ეტაპზე 4 საუკეთესო გადის, წინ კიდევ 4 ტურია.