მანუჩარ მარკოიშვილის ცსკა ევროლიგის მეოთხედფინალურ სერიაში 2:0 დაწინაურდა და ოთხთა ფინალში გასვლამდე 1 მოგებაღა აკლია. არმიელებმა სერიის მორიგ მატჩში ბერძნული „პანათინაიკოსი“ კვლავ არ დაინდეს და მოსკოვში 100:80 დაამარცხეს.
გამარჯვებაში საკუთარი წვლილი დაიდო მანუჩარ მარკოიშვილმა, რომელმაც პირველ შეხვედრაში, 2 დღის წინ ათენელებს 15 წუთში 13 ქულა ჩაუგდო. ქართველმა ლეგიონერმა ამჯერად 17:36 წუთი ითამაშა და 9 ქულა, 2 პასი და თითო მოხსნა-ჩაჭრა მოაგროვა. მანუჩარმა 3-დან 2 ორქულიანი, 1-დან 1 სამიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.
ცსკა-ში 20 ქულით სონი უიმსი გამოირჩა, ნანდო დე კოლომ 16 მიითვალა, ხოლო რაც შეეხებათ ათენელებთ, სტუმრებმა უფრო გუნდურად ითამაშეს და გამოკვეთილი ლიდერი არ ჰყოლიათ. 6- მოთამაშის მონაგარი 10-14 ქულას შორის იყო.
სერიის მე-3 შეხვედრა ათენში, 20 აპრილს გაიმართება. თუკი მასპინძლები იმარჯვებენ, მორიგ მატჩას უმასპინძლებენ, ხოლო მე-5, გადამწყვეტი მატჩის საჭიროება თუ დადგა, მას მოსკოვი უმასპინძლებს.