მარკოიშვილის დარუშაფაკამ მეოთხედფინალური სერიის პირველი მატჩი 77:76 მოიგო

მარკოიშვილის დარუშაფაკამ მეოთხედფინალური სერიის პირველი მატჩი 77:76 მოიგო

დიდ ბრძოლაში დაიწყო თურქეთის პლეიო ოფი მანუჩარ მარკოიშვილის „დარუშაფაკასთვის“, რომელმაც რეგულარულ ჩემპიონატში მე-4 ადგილი დაიკავა და მეოთხედფინალურ მეტოქედ მეხუთეადგილოსანი „ბანვითი“ შეხვდა. სერიის პირველი მატჩი წუხელ გაიმართა და 1-ქულიანი სხვაობით – 77:76 დასრულდა.
მარკოიშვილის გუნდი პირველ ტაიმში გვარიანად ჩამორჩებდა, თუმცა მესამე პერიოდში მოახერხა თამაშის გათანაბრება და თანაბარ, დაძაბულ ბრძოლაში საბოლოოდ მინიმალური სხვაობით გაიმარჯვა.
მარკოიშვილმა მოედანზე 21:39 წუთი გაატარა და 3 ქულა, 2 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 პასი მიითვალა. ქართველმა უკანახაზელმა 2 ცდიდან 1 სამიანი მიითვალა, 1 ორქულიანი კი ააცილა. 23 ქულით გამარჯვებულებს ამერიკელმა ლიუკ ჰარანგოდიმ ულიდერა.
სერიის მერე შეხვედრა „ბანვითის“ მოედანზე 19 მაისს გაიმართება.