მარკოიშვილის დარუშაფაკამ” მოსკოვში წააგო და ბოლო ტურში “მაკაბის” დამარცხება სჭირდება

მარკოიშვილის დარუშაფაკამ” მოსკოვში წააგო და ბოლო ტურში “მაკაბის” დამარცხება სჭირდება

მანუჩარ მარკოიშვილის „დარუშაფაკამ“ მოსკოვში ცსკა-სთან უშანსოდ – 66:94 წააგო და ევროლიგის ჯგუფიდან რომ გავიდეს, ბოლო ტურში აუცილებლად გამარჯვება ესაშიროება. სტამბოლური გუნდის მდევრმა ისრაელის „მაკაბიმ“ შინ გერმანული „ბამბერგი“ გაანადგურდა და თუ ბოლო ტურში სტამბოლში „დარუშაფაკასაც“ მოუგებს, მარკოიშვილის გუნდს ჯგუფში ჩატოვებს.

არმიელ ნანდო დე კოლოს მანუჩარ მარკოიშვილი მეურვეობს
მოსკოვურ მატჩში სტამბოლელებს შანსი არ ჰქონიათ. თუკი პირველ ტაიმში შედარებით თანაბარი ბრძლა იყო, მესამე პერიოდი არმიელებმა 29:7 მოიგეს და შეხვედრას აზრი დაუკარგეს. მარკოიშვილი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 14 წუთი გაატარა. მანუჩარმა ერთადერთხელ შეუტია, თუმცა მისი ორქულიანი არმიელთა კალათში არ ჩაეშვა. ქართველი უკანახაზელის ანგარიშზე საბოლოოდ 1 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩჭრა დაგროვდა – ბურთიც ერთხელ დაკარგა.
4 მოგებითა და 5 მარცხით „დარუშაფაკა“ D ჯგუფის მე-4 ადგილზეა და ბოლო ტურის ყოფნა-არყოფნის მატჩს მე-5-ზე მყოფ „მაკაბისთან“ სტამბოლში, 17 დეკემბერს გამართავს.