მარკოიშვილის გალათასარაიმ ფინალური სერია იოლი გამარჯვებით დაიწყო

მარკოიშვილის გალათასარაიმ ფინალური სერია იოლი გამარჯვებით დაიწყო

მანუჩარ მარკოიშვილის „გალათასარაი“ თურქეთის ჩემპიონატის ფინალურ სერიაში დაწინაურდა. პირველ მატჩში სტამბოლელებმა „ბანვითს“ უმასპინძეს და ანგარიშით 79:62 დაამარცხეს. ქართველმა უკანახაზელმა, რომელსაც ქალიშვილი შეეძინა, შესანიშნავად ითამაშა და სტამბოლელთა გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა.
 

 
„ბანვითისთვის“ უკვე დიდი წარმატებაა, ფინალში რომ გავიდა. პროვინციულ ქალაქ ბალიკეშირის გუნდმა ნახევარფინალიდან სტამბოლური გრანდი „ეფესი“ გამოაგდო და ახლა საჩემპიონოდ „გალათასარაის“ ხვდება. მარკოიშვილის გუნდმა ფინალური სერიის პირველი შეხვედრა ისე მოუგო ბანვითელებს, რომ შანსი არ დაუტოვა. თუმცა, სათქმელია, რომ ბალკიშირელებმა მატჩი კარგად დაიწყეს და პირველი მეოთხედის შემდეგ 22:16 იგებდნენ. სტამბოლელებმა ლიდერობა მეორე მეოთხედსივე მოიპოვეს და საბოლოოდ „ბანვითი“ დიდი სხვაობით დაამარცხეს.
 
მარკოიშვილმა 28 წუთში 13 ქულა, 2 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. მანუჩარმა 4-დან 1 ორქულიანი, 5-დან 3 სამიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. სტამბოლელთაგან 18 ქულით ბომბარდირი იამონტ გორდონი გახდა, ხოლო კარლოს აროიომ თავი 17 ქულას მოუყარა.
 
ფინალური სერიის მეორე მატჩი ისევ სტამბოლში, 7 ივნისს გაიმართება.