პირველი მარცხი განიცადა ულების თასის ჯგუფურ ეტაპზე მანუჩარ მარკოიშვილის “კიევმა”, რომელიც გასვლაზე “ლუკოილთან” დამარცხდა. რაც შეეხება უშუალოდ მარკოიშვილის. ქართველი უნივერსალი ამჯერადაც საუკეთესო იყო თავის გუნდში და მატჩი 19 ქულით, 5 შედეგიანი გადაცემითა და 4 ჩაჭრით დაასრულა – ანგარიშზე ასევე 2 მოხსნა იყო. მანუჩარმა თითქმის 37 წუთში 5 ფოლი მიიღო, მასზე კი 6-ჯერ დაჯარიმდნენ.“კიევი” 4 შეხვედრის შემდეგ, თავის ჯგუფში 3 მოგებით პირველ-მეორე ადგილებს იყოფს “არტლენდთან”.
მატჩის სტატისტიკას აქ იხილავთ. საქართველოს ნაკრების წევრი, ცენტრი ზაზა ფაჩულია “ატლანტა ჰოქსს” დაუბრუნდა და მოედანზე 8 წუთი დაჰყო, თუმცა ამ დროში თავი ვერაფრით გამოიჩინა და ერთადერთი სროლა გააფუჭა და შეხვედრა ერთი შეცდომითაც დაასრულა. ყველაზე შედეგიანი ლუოლ დენგი იყო, რომელმაც შეტევაში 6 მოხსნა დააგროვა და 22 ქულითაც დაასრულა მატჩი.
მატჩის სტატისტიკას აქ იხილავთ.
მატჩის ქრონომეტრაჟულ მსვლელობას აქ გაეცნობით.