მარკოიშვილის პირადი რეკორდი და დასანანი მარცხი ოვერტაიმში

მარკოიშვილის პირადი  რეკორდი და დასანანი მარცხი ოვერტაიმში

არ გაუმართლა მარკოიშვილის „კანტუს“, რომელმაც იტალიის ჩემპიონატის მორიგი ტურის მატჩი „კასერტასთნ“ დამატებით დროში დათმო. შეხვედრის ძირითადი დრო 68:68 დასრულდა, ხოლო ოვერტაიმში „კასერტამ“ იყოჩაღა და საბოლოოდ 76:74 გაიმარჯვა.
 

 
 ქართველი უკანახაზელი სასტარო ხუთეულში იყო და მოედსანზე მთლიანობაში 41 წუთი გაატარა, რაც მიმდინარე სეზონში მარკოიშვილის პირადი რეკორდია. მანუჩარმა 8-დან 3 ორქულიანი და 4-დან 2 სამიანი ჩააგდო, თავი 12 ქულას მოუყარა და დამატებით პირად ანგარიშზე 3 მოხსნა და 2 პასიც ჩაიწერა. ქართველი უკანახაზელის მარგი ქმედების კოეფიციენტმა 12 შეადგინა, რაც კანტუელთაგან მეოთხე შედეგია.
 
შეხვედრა დაძაბულ ბრძოლაში მიმდინარეობდა. პირველი მეოთხედის შემდეგ „კასერა“  ქულით დაწინაურდა, თუმცა დიდი შესვენების შემდეგ წონასწორობა აღსდგა. მომდევნო მოეთხედები ფრედ – 12:12 და 22:22 დასრულდა, რიშე შემდეგაც დამატებითი დრო დაინიშნა. ოვერტაიმში უფრო ზუსტნი მასპინძლები აღმოჩდნენ, რომლებმაც შეხვედრა 2 ქულით მოიგეს.
 
10 ტურის შემდეგ კანტუელებს 6 მოგება აქვთ და ორ გუნდთან – „რომასთან“ და „ბოლონიასთან“ ერთად IV-VI ადგილებს იყოფენ. მომდევნო ტურში, 9 დეკემბერს, მარკოიშვილის გუნდი „ბიელას“ უმასპინძლებს. ამ ტურის ბოლო მატჩი ორშაბათს, 3 დეკემბერს, ვიქტორ სანიკიძის „სიენასა“ და „აველინოს“ შორის გაიმართება.