მარკოიშვილმა ასტანელებს 17 წუთში 15 ქულა ჩაუგდო

მარკოიშვილმა ასტანელებს 17 წუთში 15 ქულა ჩაუგდო

ვითიბი ლიგაში პლეი ოფი დაიწყო და მანუჩრ მარკოიშვილის ცსკა-მ ჩვეული შემართებით ითამაშა. რეგულარული ჩემპიონატის მომგებ მოსკოველებს მეოთხედფინალურ სერიაში მეტოქედ ყაზახური ასტანა ეგროთ, რომელიც პირველ მატჩში 103:57 გაანადგურეს.
ყაზახური გუნდი ცსკა-ს მხოლოდ პირველ ტაიმში გაუძალიანდა, რომელიც მხოლოდ 5 ქულით დათმო. მეორე ნახევარში მასპინძლებმა ასტანელები გატეხეს და საბოლოოდ 46-ქულიანი მარცხი შეამთხვიეს.

ქართველი ლეგიონერი მოწოდების სიმაღლეზე იყო. მარკოიშვილი სასტარტო ხუთეულში გახლდათ და მოედანზე გატარებულ 16:44 წუთში 15 ქულა მიითვალა. მანუჩარმა ერთნაირი შედეგიანობით ესროლა როგორც ორქულიანები, ისე სამიანები. ორივე დისტანციიდან 5-დან 3 სროლა ჩააგდო.
მარკოიშვილის ანგარიშზე 15 ქულასთან ერთად 2 მოხსნა და 2 პასი დაგროვდა. გამარჯვებულებს ფრანგმა ნანდო დე კოლომ ულიდერა 17 ქულით, ვიქტორ ხრიაპამ კი მარკოიშვილის დარად 15 ქულა მოაგროვა.
სერია 3 მოგებამდეა. მომდევნო მატჩი კი კვლავ მოსკოვში, 4 მაისს გაიმართება.