მარკოიშვილმა ბოლონიაში 11 ქულა მიითვალა

მანუჩარ მარკოიშვილის გუნდი ფიბა–ს „ევროჩელენჯის“ მეორე ჯგუფურ ეტაპზე რომ მოხვდა, ფავორიტად ცოტა თუ ასახელებდა, ახლა კი საქმე ისეა, რომ ჯგუფიდან გასვლის ყველაზე რეალური კანდიდატი სწორედ „ბკ კიევია“. პირველი წრე მიილია და კიეველები პირველ ადგილზე არიან, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ტურში ბოლონიაში დაძაბული ბრძოლა დათმეს „ვირტუსთან“ – 64:68.
 უკრაინული გუნდი დასკვნით მეოთხედს 3-ქულიანი უპირატესობით შეხვდა, თუმცა, საქმის ბოლომდე მიყვანა ვერ მოახერხა.
“ბკ კიევის” მარცხი მიზეზი საჯარიმო სროლების შესრულებისას გამოჩენილი უზუსტობა გახდა. სტუმრებმა 22 ჯარიმიდან მხოლოდ 10 ჩააგდეს, რაც ქულა-ქულაში მიმდინარე მატჩში გადამწყვეტ ფაქტორად იქცა.
მარკოიშვილმა კიეველთა სასტარტო ხუთეულში ითამაშა და 31 წუთში 11 ქულა და 2 მოხსნა მოაგროვა. მანუჩარმა 3-დან 2 ორქულიანი, 5-დან 2 სამქულიანი და 3-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა და 4 პერსონალური ჯარიმა მიიღო.
სტუმართა შემადგენლობაში ქართველ კალათბურთელზე უკეთ რაიტი და ბაირამოვიჩი გაისარჯნენ, რომელთაც 13-13 ქულა.
“ბკ კიევმა” 3-დან 2 მოგებით „J”  ჯგუფში პირველი ადგილი შეინარჩუნა. მომდევნო მატჩს კი 24 თებერვალს, შინაურ კედლებში გერმანული “ოლდენბურგის” წინააღმდეგ ჩაატარებს.
 

მანუჩარ მარკოიშვილი ბოლონიელებს უტევს