მარკოიშვილმა და “კანტუმ” “სიენა” დაამარცხეს

მარკოიშვილმა და “კანტუმ” “სიენა” დაამარცხეს

კანტუში ზეიმია. კანტუელებმა იტალიის საუკეთესო კლუბი, ბოლო წლებში ყველა იტალიური ტიტულის ბატონ-პატრინი „სიენა“ დაამარცხეს. ეს გახლდათ გამოტოვებული მატჩი, რომელიც თავის დროზე სიენელთა ევროლიგის პლეი ოფში გასვლის გამო გადაიდო. შეხვედრა მეტად დაძაბული და სანახაობრივი გამოციდა. გამარჯვებულის ვინაობა დამატების დროში გამოვლინდა. მანუჩარ მარკოიშვილისა და ტრავმირებული გიორგი შერმადინის გუნდმა საბოლოოდ 95:94 იმარჯვა და სიენელებს მოგებებით გაუთანაბრდა.
შერმადინი, რომელმაც გასულ სამშაბათს ფეხზე ოპერაცია გაიკეთა, ცხადია, კანტუელთა განაცხადში არ ყოფილა, მარკოიშვილი კი სასტარტო ხუთეულში გახლდათ და მხოლოდ მას შემდეგ დატოვა მოედანი, რაც ხუთი პერსონალური მიიღო. მანუჩარმა 29 წუთში 10 ქულა, 4 მოხსნა და 2 პასი მოაგროვა. მან 5-დან 2 ორქულიანი და 9-დან 6 საჯარიმო ჩააგდო, სამქულიანი ააცილა, ბურთი ერთხელ დაკარგა, ქართველის წინააღმდეგ კი ერთბაშად რვაჯერ დაჯარიმდნენ.

მატჩის ძირითადი დროის ბოლო წამებზე მარკოიშვილი საჯარიმოს ხაზზე დადგა და ორივე ბურთი რომ ჩაეგდო, ალბათ ოვერტაიმი საჭირო აღარ იქნებოდა, თუმცა, მხოლოდ ერთი ტყორცნა გამოიყენა და გუნდებმა გამარჯვებულის გამოსავლენად დამატებითი ხუთი წუთი ითამაშ
ოვერტაიმის დებიუტში მასპინძლები 5 ქულით დაწინაურდნენ, თუმცა სიენელებმა ჯერ გათანაბრება, შემდეგ კი 3 ქულით წინ გასვლაც მოახერხეს. გადამწყვეტი ანდრეა ჩინჩიარინის საჯარიმოები გამოდგა, რის შემდეგაც “ბენეტ კანტუ” ერთი ქულით დაწინაურდა. სიენელებს მატჩის გადარჩენის შანსი მიეცათ, თუმცა მათმა ბერძენმა ლეგიონერმა ნიკოლაოს ზისისმა შორი ნატყორცნი გააცუდა და „კანტუმ“ საამაყო გამარჯვება მოიპოვა.
კანტუელთაგან თავი ამერიკელმა გამთამაშებელმა დორონ პერკინსმა გამოიჩინა, რომელმაც მიუხედავად იმისა, რომ გამთამაშებელია, ორმაგი დუბლი მოხსნებით შეასრულა. მის ანგარიშზე 15 ქულა და 11 მოხსნა გახლდათ, გამოჯანმრთელებულმა ჯანლუკა ბაზილემ კი 20 ქულა ქულა მიითვალა. “მონტეპასკის” რიგებში ბომბარდირობა ლიტველიმაკშიშტოფ ლავრინოვიჩმა ითავა 21 ქულით, მაკედონიის ნაკრების ამერიკელმა გამთამაშებელმა ბო მაკკალებმა კი თავი 19 ქულასა და 11 პასს მოუყარა.
როგორც გითხარით, „კანტუ“ „სიენას“ მოგებებით გაუთანაბრდა – ორივე გუნდს 18 გამარჯვება აქვთ, თუმც კანტუელებმა 2 მატჩით მეტი ჩაატარეს და წააგეს. მომდევნო მატჩი ქართველების გუნდს მართლმადიდებლურ აღდგომას ელის. „კანტუ“ მილანში „არმანი ჯინსს“ გაეჯიბრება.