მარკოიშვილმა დამარცხებულ “სუმიხიმპრომს” 19 ქულა ჩაუგდო

მანუჩარ მარკოიშვილის დახმარებით „ბკ კიევმა“ უკრაინის ჩემპიონატში მორიგი, მე–19 გამარჯვება მოიპოვა – „სუმიხიმპრომი“ 72:67 დაამარცხა. პირველად მოხდა მიმდინარე სეზონში, რომ ქართველმა უკანახაზელმა მოედანზე მატჩისთვის განკუთვნილი დრო სრულად გაატარა. მარკოიშვილზე გადავიდა მთელი დატვირთვა, რაც „ბკ კიევი“ ლეგიონერებმა დატოვეს – მანუჩარიც თავს არ ირცხვენს და რითაც  შეუძლია, ეხმარება თავისიანებს.
მარკოიშვილმა სუმელებთან მატჩში 19 ქულა (10-დან 4 ორქულიანი, 8-დან 2 სამქულიანი, 8-დან 5 საჯარიმო) მოიპოვა და მატჩში მონაწილეთაგან მხოლოდ თანაგუნდელ ვიაჩესლავ კრავეცს (20 ქულა) ჩამორჩა. ამის გარდა, მანუმ 8 მოხსნა (ბკ კიევში საუკეთესო შედეგი) და 5 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.
უკრაინის ჩემპიონატში კვლავ ორხელისუფლებიანობაა. გათამაშების ცხრილს 19-19 მოგებით სათავეში “ბკ კიევი” და “აზოვმაში” უდგანან. ამ უკანასკნელმა შაბათს “ნიკოლაევი”  102:85 დაამარცხა.
           
 
მარკოიშვილი სუმელთა ფარისკენ დაიძრა