მარკოიშვილმა “დარუშაფაკა” თურქეთის თასის ფინალში გაიყვანა

მარკოიშვილმა “დარუშაფაკა” თურქეთის თასის ფინალში გაიყვანა

მანუჩარ მარკოიშვილის „დარუშაფაკა“ თურქეთის თასის გათამაშების ფინალში ითამაშებს, რაც ქართველი უკანახაზელის დამსახურებაა. სტამბოლური კლუბის ქართველმა ლეგიონერმა „ბანვითთან“ ნახევარფინალურ მატჩში 16 ქულა მოაგროვა, თუმცა ბოლო წამებზე მისმა სიზუსტემ მატჩის ბედი გადაწყვიტა.
დაძაბული და თანაბრად მიმდინარე ნახევარფინალური შეხვედრის  დასრულებამდე 18 წამით ადრე მარკოიშილმა ორქულიანი ჩააგდო და „დარუშაფაკა“ 72:67 დააწინაურა. ბანვითელები ბევრს ეცადნენ, ტაქტიკური ჯარიმები აიღეს, სამქულიანიც ჩააგდეს, თუმცა ვერას გახდნენ. საფინალო სირენამდე 5 წამით ადრე, როცა ანგარიში 75:74 იყო, მეტოქემ მარკოიშვილზე ტაქტიკური ჯარიმა აიღო. ქართველმა ლეგიონერმა პირველი ბურთი ჩააგდო, მეორე კი ააცილა და დარჩენილ მცირე დროში „ბანვითის“ კალათბურთელებმა საკუთარი საჯარიმოდან შეტევას ორგანიზება ვერ გაუკეთეს. საბოლოოდ „დარუშაფაკამ“ 76:74 მოიგო და ფინალში გავიდა.
მარკოიშვილმა 29 წუთი ითამაშა და შეხვედრა 16 ქულით, 5 მოხსნით და 2 ჩაჭრით დაასრულა. მანუჩარმა 1-დან 1 ორქულიანი, 7-დან 3 სამიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო. დარუშაფაკელთა ბომბარდირი მილკო ბიელიცა გახდა 25 ქულით, რომელმაც 10 მოხსნაც მიითვალა.
„დარუშაფაკამ“ გუშინ, მეოთხედფინალში „ტრაბზონსფორს“ 31 ქულით მოუგო  და მარკოიშვილმა იმ შეხვედრაში 19 წუთში 10 ქულა მიითვალა. ფინალში დართა მეტოქე თურქული გრანდი „ფენერბაჰჩე“ იქნება, რომელმაც ნახევარფინალში „ქარშიაქას“ 82:72 სძლია.