მარკოიშვილმა გალას გაზიანთეფში 14 ქულა მიაშველა

მარკოიშვილმა გალას გაზიანთეფში 14 ქულა მიაშველა

მანუჩარ მარკოიშვილის „გალათასარაი“ თურქეთის ჩემპიონატში წარმატებულ სვლას აგრძელებს. მორიგი ტურის მატჩში სტამბოლელებმა სტუმრად „გაზიანთეფი“ 92:67 დაამარცხეს, ხოლო ქართველი ფორვარდი ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ.
 
მარკოიშვილმა მოედანზე 27,17 წუთი გაატარა, რა დროშიც 14 ქულა, 5 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. მანუჩარმა 5-დან 3 ორქულიანი, 7-დან 2 სამიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. სტამბოლელთაგან 18 ქულით საუკეთესო კარლოს აროიო გახდა, ხოლო ჩენკ აკიოლმა 15 მითვალა.
 

ბურთით მანუჩარ მარკოიშვილი
 
27 მატჩიდან 24 გამარჯვებით „გალათასარაი“ თურქეთის ჩემპიონატს ლიდერობს. მომდევნო ტურში, 25 აპრილს, სტამბოლელები „ბანვითს“ უმასპანძლებენ.