მანუჩარ მარკოიშვილმა ცსკა-ს შემადგენლობაში შედეგიანად ითამაშა და ვითიბი ლიგაზე ჩეხური „ნიმბურკის“ დამარცხებაში საკუთარი წვლილიც სეიტანა. მოსკოველებმა ჩეხურ გუნდს უმასპინძლეს და საბოლოოდ დიდი სხვაობით – 102:67 სძლიეს.
მარკოიშვილი სასტარტო ხუთეულსი იყო და მოედანზე 17:39 წუთი გაატარა. მანუჩარმა 2-დან 2 ორქულიანი და 3-დან 2 სამიანი ჩააგდო. 10 ქულასთან ერთად ქართველმა უკანახაზელმა 2 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა, 3 ჯარიმა მიიღო და ბურთი არ დაუკარგავს.
ანდრეი კირილენკომ 14 ქულა ჩააგდო, ნანდო დე კოლომ – 13, მილოშ ტეოდოსიჩმა და ალექსანდრ კაუნმა – 12-12, ხოლო კაილ ჰაინსმა – 11. აღსანიშნავია, რომ არმიული გუნდის წევრებმა 24-დან 15 სამქულიანი (62%) ჩააგდეს.
ცსკა-მ 24 მოგება და 3 მარცხი მოაგროვა და სატურნირო ცხრილს დამაჯერებლად ლიდერობს. მოსკოველებს მომდევნო ნატჩი 6 აპრილს, კვლავ შინ, ლევან ფაცაციას ყოფილ კლუბ “ნიჟნი ნოვგოროდთან” ელით.