სასარისთან მოგებულ მატჩში მარკოიშვილმა მუხლის ტკივილის გამო ვერ ითამაშა

სასარისთან მოგებულ მატჩში მარკოიშვილმა მუხლის ტკივილის გამო ვერ ითამაშა

მანუჩარ მარკოიშვილის “რეჯიო ემილიამ” იტალიის ჩემპიონატში მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა, თუმცა ქართველი უკანახაზელის გარეშე. ემილიელებმა “სასარის” უმასპინლეს და დაძაბულ ბრძოლაში – 65:63 დაამარცხეს, მარკოიშვილს კი მუხლის ტკივილის გამო არ უთამაშია.

როგორც ჩანს, საშიში არაფერია. როგორც  იტალიური “გაძეტა დი რეჯიო” იტყობინება, ქართველი ლეგიონერი მუხლის ტკივილმა შეაწუხა და მატჩის წინა დღეს გუნდთან არ უვარჯიშია. “რეჯიო ემილიას” მწვრთნელი “სასარისთან” მატჩის წინა დღეს კომენტარში ამბობდა, რომ მარკოიშვილის საკითხი, ითამაშებს თუ არა, გაურკვეველია. მანუჩარმა არ ითამაშა, თუმცა ამ ეტაპზე იმის თქმა შეიძლება, რომ მას ტრავმა არ მიუღია და თამაში მუხლში გაჩენილი ტკივილის გამო გამოტოვა. 

შემდეგ ტურში, 11 თებერვალს “რეჯიო ემილია” სტუმრად “დ’ორლანდოს” დაუპირისპირდება და იმედია, მანუჩარი ამ მატჩს მწყობრში შეხვდება.