მარკოიშვილმა უკრაინული პლეი ოფი გამარჯვებით დაიწყო

მანუჩარ მარკოიშვილის „ბკ კიევი“ უკრაინის ჩემპიონატის პლეი ოფში ჩაება. კიეველებმა რეგულარული ჩემპიონატი მეორე ადგილზე დაასრულეს და მეოთხედფინალიურ სერიაში მეშვიდეზე გასულ „პულსართან“ მოუწევთ ურთიერთობის გარკვევა. წუხელ კიეველებმა სერიის პირველი მატჩი შინ იოლად – 81:68 მოიგეს და 1:0 დაწინაურდნენ.
ქართველმა კალათბურთელმა 35 წუთში 15 ქულა, 4 მოხსნა, 4 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. მანუჩარმა 12-დან 5 ორქულიანი, სამქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი სამჯერ დაკარგა და 3 ჯარიმაც მიიღო.
მარკოიშვილზე შედეგიანად მხოლოდ ნიკოლა ვასიჩი გაისარჯა, რომელიც კიეველებს 19 ქულით შეეწია.
მეოთხედფინალური სერია სამ მოგებამდეა. მომდევნო შეხვედრა კი 18 აპრილს ისევ კიევში შედგება, 22-ში კი ქართველის კლუბი “პულსარს” ესტუმრება.
თუკი საჭირო გახდა, მე-4 მატჩს 24 აპრილს კვლავ “პულსარი” უმასპინძლებს, ხოლო გადამწყვეტი შეხვედრა 27 აპრილს კიევში შედგება. 
 

მანუჩარ მარკოიშვილი “პულსართან” მატჩში