მანუცარ მარკოიშვილს უკრაინის თასის მოპოვებამდე სულ ცოტა დააკლდა. უფრო ზუსტად, 6 წამიც რომ გაეძლოთ კიეველებს, ტიტული მათი იყო, თუმცა აზოვმაშელმა იარუტის რონალდასმა სამქულიანი ჩააგდო და მარიუპოლელებს თასის ფინალში 75:74 გაამარჯვებინა.
უკრაინის თაისი ოთხთა ფინალი ამ უქმეებზე გაიმართა და „ბკ კიევის“ პირველი მეტოქე „ხიმიკი“ გახლდათ, რომელსაც დედაქალაქელებმა იოლად – 85:60 მოუგეს. მარკოიშვილმა ამ შეხვედრაში 21 წუთი ითამაშა და 9 ქულა, 6 მოხსნა, 4 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა.
ფინალში კი კიეველებს უმთავრესი კონკურენტი „აზოვმაში“ შეეჯახათ, რომელთანაც შარშან ჩემპიონობაც წააგეს და თასიც. სამწუხაროდ, ქართველის გუნდს არც ამჯერად გაუმართლა და თითქმის მოგებამდე მიყვანილი მატჩი წააგო.
მანუჩარმა ფინალშიც 21 წუთი ითამაშა და თავის გუნდს 8 ქულა, 3 მოხსნა და თითო ჩაჭრა–პასი შესძინა.