მარნეული რუსთავში 47 ქულით დამარცხდა

მარნეული რუსთავში 47 ქულით დამარცხდა

დღეს რუსთავში გაიმართა 16–წლამდელთა ჩემპიონატის ერთი მატჩი, რომელიც
დიდი სხვაობით დასრულდა. ირაკლი მებურიშვილის გაწვრთნილმა რუსთაველებმა იოლი
გამარჯვება მოიპოვეს „მარნეულთან“.

ეგრედ წოდებულ ქვემოქართლურ დერბიში საინტერესო ბევრიც არაფერი
მომხდარა. ორმხრივი შეცდომებით მიმდინარე მატჩში მასპინძლებმა იძალეს. რუსთაველთაგან
თორნიკე ქიტოშვილი და გიორგი ოქრომჭედლიძე გამოირჩნენ, ხოლო ზაზა გაბისონიას
შეგირდებიდან საუკეთესო იყო ბექა ჯაჯანიძე, რომელმაც 18 ქულა და 17 მოხსნა
მოაგროვა.

მატჩის სტატისტიკა: http://u-16.ge/results.php?gameid=94