უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ საკმაოდ სიმპატიური და მებრძოლი ბათუმური გუნდი პლეი ოფს მიღმა დარჩება. ზღვისპირელებს საკმაოდ ძლიერი შემადგენლობა ჰყავთ,
მაგრამ ტრავმების გამო დაიჩაგრნენ და ფინალში გასასვლელად რომ სამართლიანი პრეტენზია ჰქონდათ, ახლა პლეი ოფშიც ვერ ხვდებიან.ბათუმელებს 2 კვირის წინ დაუშავდათ დავით თენიეშვილი, რომელიც ირაკლი მიქელაძესთან და ნიკა რამიშვილთან ერთად ზღვისპირელთა გამწევ ძალას წარმოადგენდა. მოგვიანებით ამ ლიდერი სამეულის 2 ჯანმრთელი წევრიც დაშავდა და ბათუმელებმა რუსთავშიც კი წააგეს. მანამდე კი თბილისში ჩემპიონატის ერთ–ერთ ფავორიტ „მართვე–3“–ს კინაღამ მოუგეს – რაც იმ დროს ჯანმრთელად მყოფი რამიშვილისა და „აკადემიიდან“ შემატებული გიორგი ამირხანაშვილისა და გიორგი ღვალაძის დამსახურებაა.კიდევ ერთხელ დაამტკიცეს ქუთაისელებმა, რომ მინიმუმ პლეი ოფში თამაშს იმსახურებენ. იმერეთის მთავარ ქალაქში ჩემპიონატში ყველაზე ნაკლები (1) წაგების მქონე ხათუნა გაბედავას „მართვე–3“ ჩავიდა და განადგურდა – 47:74. ქუთაისელებმა არ დაინდეს ,მართველები და მათთან პირველ წრეში წაგების გამო დამაჯერებელი რევანში აიღეს.გუშინ კი თბილისში კიდევ 2 მატჩი გაიმართა, რომელთაგანაც ერთი ძალიან საინტერესო, მეორე კი – მეტისმეტად უინტერესო გამოვიდა. ზურაბ სამხარაძის „მართვე–1“–მა ერთი ამოსუნთქვით მოუგო აუტსაიდერ „აფხაზეთს“, ხოლო „51–ე სკოლსა“ და „მართვე–4“–ის შეხვედრა თავიდან ბოლომდე დაძაბული გამოვიდა. კვანძი ბოლო წუთებზე გაიხსნა, როცა ზვიად დიდბერიძის გუნდმა მოსაგებად საკმარისი ლიდერობა მოიპოვა. გამარჯვებულთაგან გამოსარჩევია კადეტთა ნაკრების წევრის ლევან ლოლიშვილის ქებული თამაში, რომელმაც 38 ქულასთან ერთად 10 მოხსნაც მოაგროვა