მარცხიან მატჩში ბურჯანაძე საკუთარ გუნდში საუკეთესო იყო

მარცხიან მატჩში ბურჯანაძე საკუთარ გუნდში საუკეთესო იყო

ბექა ბურჯანაძის „კორუნა ბასკეტმა“, რომელიც ესპანეთის რანგით მეორე ლიგაში ასპარეზობს, მორიგ ტურში სტუმრად „პალენსიას“ შეხვდა და 46:64 დამარცხდა. მცირექულიან მატჩში ქართველი ფორვარდი თავისი გუნდის ბომბარდირი გახდა.
ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 23 წუთში 8 ქულა და 3 მოხსნა დააგროვა. ბექამ 6-დან 2 სამქულიანი და ორქულიანი ჩააგდო, 2 საჯარიმო ააცილა, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, ერთხელ დაუფარეს, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 4-ჯერ დაჯარიმდნენ.
„კორუნა ბასკეტს“ 6 მოგება და 8 მარცხი აქვს და 15-გუნდიან ლიგაში მე-10 ადგილზეა. 4 იანვარს “ლეიმა ბასკეტ კორუნა” სტუმრად “ლეიდას” ეთამაშება.