მაშკას დასახმარებელ საქველმოქმედო ტურნირს ზაზა ფაჩულიას აკადემიამ უმასპინძლა

მაშკას დასახმარებელ საქველმოქმედო ტურნირს ზაზა ფაჩულიას აკადემიამ უმასპინძლა

ზაზა ფაჩულიას აკადემიის ორგანიზებით 2008-2009 წლებში დაბადებულთა შორის საქველმოქმედო საკალათბურთო ტურნირი გაიმართა, რომლის მიზანიც ყველასთვის კარგად ნაცნობი პატარა გოგონას, მაშკას დახმარება გახლდათ. მოგეხსენებათ, მაშკას გულის სერიოზული დაავადება აქვს და მას არაერთი კერძო პირი თუ ორგანიზაცია უწევს დახმარებას. ზაზას აკადემიის ხელმძღვანელობამ საქველმოქმედო ტურნირთან ერთად აუქციონიც დაგეგმა, რომელზეც ცნობილი ქართველი სპორტსმენების სპორტული ამუნიცია იქნა გასაყიდად გატანილი. შემოსული ფული მთლიანად მაშკას დახმარების ფონდში გადაირიცხება.

რაც შეეხება საქველმოქმედო ტურნირს, ის ზაზას აკადემიაში 14-16 დეკემბერს გაიმართა. მონაწილე 13 გუნდი 3 ქვეჯგუფში გადანაწილდა, პლეი ოფში კი 8 საუკეთესო გავიდა. ნახევარფინალში ზაზას აკადემიამ “გოას” სძლია, ხოლო “იბერმა” “ჰიუნდაი 1”-ს. 

ფინალური მატჩი საინტერეწსო გამოდგა. ზაზას აკადემიამ “იბერი” დაამარცხა და საქველმოქმედო ტურნირის გამარჯვებული გახდა. ჩემპიონ გუნდს სიმბოლური თასი გადაეცა. ტურნირის ორგანიზატორების გადაწყვეტილებით თასისთვის და მედლებისთვის განკუთვნილი თანხა მთლიანად მაშკას გამოჯანმრთელებას მოხმარდება.