მათე ხატიაშვილი ბასკონიამ ევროლიგის განაცხადშიც შეიყვანა

მათე ხატიაშვილი ბასკონიამ ევროლიგის განაცხადშიც შეიყვანა

16 წლის მათე ხატიაშვილი ესპანურმა ბასკონიამ ევროლიგის განაცხადში შეიყვანა. ევროპის ერთ-ერთი წამყვანი ლიგის გუნდმა ახალგაზრდა ქართველი ამ სეზნის დასაწყისში ასაკობრივი გუნდიდან ძირითადში დააწინაურა და ხატიაშვილი ესპანეთის უმაღლესი ლიგის განაცხადში შეიყვანა, თუმცა ბასკონიას სამწვრთნელო შტაბი ამას არ დასჯერდა და ხატიაშვილს კიდევ უფრო დიდი ნდობა გამოუცხადა. 16 წლის ქართველი გამთამაშებელი ბასკონიელებმა ევროლიგის განაცხადშიც შეიყვანეს, რაც უბრალო ამბავი არ გახლავთ. ასეთ ასაკში არათუ ქართველს, ზოგადად ნებისმიერ კალათბურთელს ფაქტობრივად არ უწევს ევროპის უძლიერესი ლიგის კლუბის განაცხადში მოხვედრა. ამიტომაც, მათე ხატიაშვილის ბასკონიას განაცხადში ხილვა გამორჩეული ამბავია.

ბასკონიას საევროლიგო განაცხადში სულ 19 კალათბურთელია, ბუნებრივია, მატჩის განაცხადებში სეზონის დროს ჯერ კიდევ 16 წლის კალათბურთელს (მათე 17 წლის 7 ნოემბერს გახდება) ძალიან გაუჭირდება მოხვედრა, თუმცა სასეზონო განაცხადში მოხვედრაც დიდი მიღწევაა. ის ბასკონიას განაცხადში, 30 ნომრითაა წარმოდგენილი.