მატიჩი ასაკობრივი ნაკრებების მწვრთნელებს კალათბურთის ფედერაციაში შეხვდა

სანამ დიღმის ბაზაზე სემინარებს ჩაატარებდა, ცნობილმა სერბმა სპეციალისტმა ვესელინ მატიჩმა საქართველოს კალათბურთის ფედერაციაში ასაკობრივი ნაკრებების მწვრთნელებს შეხვდა და საკალათბურთო თემებზე ესაუბრა, გამოცდილება გაუზიარა.
შეხვედრას ესწრებოდნენ სამივე ასაკობრივი მწვრთნელთა შტაბის წარმომადგენლები: 20–წლამდელთა მთავარი მწვრთნელი დავით უსტიაშვილი, მისი ასისტენტი მიხეილ ბერუაშვილი, 18–წლამდელების თავკაცი მიხეილ კობეშავიძე და 16–წლამდელთა ასისტენტი მწვრთნელი არჩილ ჟღენტი. შეხვედრას ასევე ესწრებოდა ეროვნული ნაკრების წევრი, დამწყები მწვრთნელი კოტე ტუღუში და რა თქმა უნდა, კალათბურთის ფედერაციის წარმომადგენელი – გენერალური მდივანი მერაბ რატიშვილი.
სერბმა სპეციალისტმა ჯერ ჩვენს მწვრთნელებს მოუსმინა, თუ როგორი სპეციფიკით მუშაობენ ნაკრებებთან და შემდეგ თავისი ხედვა გააცნო. მან დეტალურად აუხსნა ქართველ მწვრთნელებს, თუ როგორ მუშაობენ ევროპის წარმატებულ საკალათბურთო ქვეყნებში და რის გაკეთებაა საჭირო, რომ ასაკობრივი ნაკრებებიდან ეროვნულმა სსტაბილური შევსება მიიღოს.
ხვალ, 13 დეკემბერს, ვესელინ მატიჩი დიღმის საწვრთნელ ბაზაზე სემინარს ჩაატარებს, რომელზეც ნებისმიერი ასაკობრივი გუნდის მწვრთნელს შეეძლება დასწრება.

 

ვესელინ მატიჩი ქართველ მწვრთნელებს საკალათბურთო საკითხებს უხსნის

ფედერაციის გენერალური მდივანი მერაბ რატიშვილი