მძიმედ დაჭრილი რაჟდენ დარბაიძე გარდაიცვალა

 
 
ძალიან სამწუხარო ამბავი მოხდა წუხელ. გარდაიცვალა ახალგაზრდა კალათბურთელი,  20–წლამდელთა ჩემპიონატის მონაწილე, გუნდ „ნიკეს“ წევრი, რაჟდენ დარბაიძე.
ორიოდ კვირის წინ დარბაიძე იარაღით დაჭრეს და მას შემდეგ ის საავადმყოფოში, კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
საქართველოს კალათბურთის ფედერაცია ღრმა მწუხარებას გამოხატავს და თანაუგრძნობს განსვენებულის ოჯახს.