მეექვსე ტური: რუსთაველები ერთპიროვნულად გალიდერდნენ
საქართველოს მე-18 ჩემპიონატი. მე-6 ტური.22 ნოემბერი, თბილისი, სპორტის სასახლეთსუ 137:68 მაკაბი 41:6 31:29 38:20 27:13
თსუ: დ. ბერიშვილი (12), გაფრინდაშვილი (2 ქულა, 11 მოხსნა, 11 პასი), გ. ბარბაქაძე (31), კოხრეიძე (17), შანიძე (20), მარკოიშვილი (11), ყველაშვილი (10), ახალკაცი (19), დ. ბარბაქაძე (13), დეკანოიძე (2)
მაკაბი: კილაძე (4), ახმედიანი (9), ანთაძე (4), ლონდარიძე, იოსელიანი (14), ელიკაშვილი, ჯანგველაძე (26), რევაზიშვილი (2), ბიბილური, ი. ივანეიშვილი (8), სუდაძე (1), მჭედლიძემსაჯები: დავით მაჭავარიანი, დავით არეშიძე
კომისარი: როლანდ ხომერიკი
სასოფლო 96:74 ბათუმი
22:12 22:26 16:18 36:18
სასოფლო: გულისაბედაშვილი (10), მ. ბერიშვილი (24), მარხვაშვილი (10), გასიტაშვილი (2), ცერცვაძე, ტყეშელაშვილი (9), წივწივაძე (11), ათანელიშვილი (15), გვიმრაძე, ჩაჩიბაია (13), ბოქოლიშვილი (2)ბათუმი: გვაზავა, ვ. მაისურაძე (2), თავართქილაძე (4), ჩხატარაშვილი (2), დოლიძე (5), კეშელავა (22), ბოლქვაძე (2), იმნაძე (34 ქულა, 13 მოხსნა), კვერნაძე (3)მსაჯები: ზაზა მაჩალაძე, გურამ მიქელაძე
კომისარი: თენგიზ ქიქოძე
დინამო 65:83 ავიამშენი 12:21 11:23 12:15 30:24
დინამო: ბაქრაძე (26), ნანიტაშვილი (3), სორდია (9), ლაფანაშვილი (15), კუჭავა, სიგუა (4), დოლიძე, კობიძე, ხიზანიშვილი (11), კორკოტაძე, ქადარია (1), ხანიაშვილიავიამშენი: ი. ბერიშვილი (19), ბოისა (3), ნიკოლაძე (5), კვიმსაძე (2), მინაშვილი (12), მათიაშვილი (27), ნაცვლიშვილი (6 ქულა, 11 მოხსნა), პირველაშვილი (9)მსაჯები: ზაზა მაჩალაძე, დავით ბერეკაშვილი
კომისარი: როლანდ გელოვანი
ნტდ–თბილისი 80:88 ენერჯი–ინვესტი 26:22 17:20 20:25 17:21
ნტდ: გლოველი (5), მამაცაშვილი (6), ბახშიევი (6), კოღუაშვილი (7), როდუმტა (12), ჩიტაშვილი (7), ფაშაევი (10), სარიევი (15), ნუფთალიევი (7), კეიდია, სუხიშვილი (5)ენერჯი: გამყრელიძე (22), ლეჟავა (12), ტუღუში (25), ბაბიაშვილი (6), უგრეხელიძე (7 ქულა, 12 მოხსნა), დიდია (11), არწივიძე (3), ტუჯანი (2), ჭოჭუამსაჯები: დავით ბერეკაშვილი, ხათუნა გაბედავა
კომისარი: მურმან ქურიძე
“მაკაბის” კალათს უტევს დავით ბარბაქაძე
შაბათს გამართული პირველი მატჩი თავიდანვე ეფექტურად დაიწყო, თსუ-მ “მაკაბის” სადებიუტო მეოთხედში სარეკორდო სხვაობით აჯობა – 41:6. სტუდენტები ამაზე არ შეჩერდნენ, მიხვდნენ, რომ ახალგაზრდა მაკაბელებთან გაცილებით ხმაურიანი რეკორდის დამყარება შეეძლოთ და 40 წუთში 137 ქულა ჩააგდეს. წინა ტურში 128 ქულა ჩააგდო “ავიამშენმა”. როგორც ხედავთ ამ რეკორდმა ერთ კვირას “იცოცხლა”. ასე რომ, უახლოს ტურებში თსუ-ს რეკორდის დამხობასაც უნდა ველოდეთ.გახსნილ თამაშში ყველა თსუ-ელს ეფექტური სტატისტიკა ჰქონდა. ახალგაზრდა გიგი ბარბაქაძემ 31 ქულა ჩააგდო (ესეც რეკორდი იყო, რომელიც მომდევნო მატჩში ბათუმელმა დავით იმნაძემ მოხსნა), ხოლო მიმდინარე სეზონში ყველაზე მეტი პასი თსუ-ს გამთამაშებელმა გიორგი გაფრინდაშვილმა მიითვალა – 11. მის ანგარიშზე ორმაგი დუბლი იყო – 11 ქულა, 11 მოხსნა(!).
ბათუმელების შუაში გაძრომას ცდილობს ტატო ჩაჩიბაია
ბათუმელი მეფარეები: მამუკა ბოლქვაძე და დავით იმნაძე
თსუ–ს ფარს უტევს ლაშა კეშელავა
მეექვსე ტურის მეორე თამაში ერთი-ორად საინტერესო გამოდგა. თუ 22 ქულიან საბოლოო სხვაობას დახედეთ, მაინც არ გაგიკვირდეთ, რადგან საწყის 30 წუთში ბათუმელები კარგად უძალიანდებოდნენ თსუ-ს მძლეველ “სასოფლოს”. თუ სტუდენტები გუნდური თამაშით ქულას-ქულაზე აწებებდნენ, ზღვისპიელთა თამაში მეფარე დავით იმნაძეზე იყო აწყობილი, რომელმაც 46-დან 18 ორქულიანი ისროლა და სეზონის რეკორდი დაამყარა – 34 ქულა ჩააგდო, რასაც 13 მოხსნა მიამატა. სტუმართა მხრიდან კიდევ ერთი ორმაგი დუბლი ლაშა კეშელავამ შეასრულა – 22 ქულა, 11 მოხსნა.“სასოფლოს” შემადგენლობაში ითამაშა ბექა წივწივაძემ, რომელიც პოლონურ “ენერგაში” იყო სინჯებზე, მაგრამ გუნდში ის მწვრთნელი არ დახვდა, რომელმაც მიიპატიჟა (უკრაინელი სპეციალისტი პოლონელებმა სლოვენიელით შეცვალეს) და ბექამ კარიერის საქართველოში გაგრძელება გადაწყვიტა.ბოლო მეოთხედის წინ “სასოფლო” 60:56-ს იგებდა, თუმცა მეოთხე ათწუთეულის დასაწყისში ბათუმელებს თამაშის შემოსატრიალებლად ძალა აღარ ეყოთ. სასოფლოელებმა 16:0 სპურტი მოაწყვეს, 79:62 დაწინაურდნენ და თამაშის ბედიც აქ გადაწყდა.
წინასამატჩო პრესკონფერენციაზე “ავიატორებმა” თამამად განაცხადეს – “დინამოს” დავამარცხებთო და სიტყვა შეასრულეს. “მფრინავებმა” კარგი დაცვის წყალობით პირველივე ტაიმში გადაწყვიტეს გამარჯვებულის ბედი. ისინი დიდ შესვენებაზე 21-ქულიანი ფორით გავიდნენ – 44:23.მეორე ნახევარში დინამოელები არ მოდუნებულან, თუმცა, შეხვედრის შედეგზე გავლენა ვერ მოახდინეს. დიღმელმა გივი ბაქრაძემ სეზონში თავისი საუკეთესო მატჩი უჩვენა – 26 ქულა ჩააგდო. “ავიატორებმა” კი ორი ორმაგი დუბლი შეასრულეს: ვახტანგ მინაშვილმა 12 ქულას 10 მოხსნა მიამატა, ხოლო ირაკლი ბერიშვილმა 19 ქულა და 11 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. ალბათ, დააკვირდით, რომ პასების რეკორდმაც ვერ გასტანა დიდხანს – გაფრინდაშვილის რეკორდი (11 პასი) ირაკლი ბერიშვილმა გაიმეორა.
ლაშა გამყრელიძე ნტდ–ს ფარისკენ დაიძრა
ნტდ–ს სამწამიანში შეფრენილი ბესო ლეჟავა
გუშინდელი დღის ბოლო აკორდი მშვენიერი გამოვიდა. ერთმანეთის პირისპირ წარსდგნენ მიმდინარე ჩემპიონატში მანამდე დაუმარცხებლები – “ენერჯი-ინვესტი” და “ნტდ-თბილისი”. სწორედ ეს გუნდები ლიდერობდნენ სუპერლიგას და ამ მატჩის შემდეგ უნდა გამორკვეულიყო ერთპიროვნული მოწინავე.თამაში ძალიან დაძაბული გამოვიდა, რასაც ალბათ ცოტა თუ ელოდა. ეს იმიტომ, რომ “ენერჯი-ინვესტი” ხომ შედარებით მძლავრი მოთამაშეებით (ეროვნული ნაკრების წევრ-კანდიდატებით) არის დაკომპლექტებული, თანაც პირობებიც უკეთესი. მიუხედავად ამისა, ნუგზარ კანდელაკის აზერბაიჯანელი კალათბურთელებით გაძლიერებული გუნდი უშიშრად დაუხვდა მოქმედ ჩემპიონს და გააზრებული თამაშის წყალობით პირველი ტაიმი 26:22 მოიგო. კანდელაკის გუნდის წარმატების მთავარი იარაღი შორი სროლები იყო, რომლებსაც მშვენივრად ასრულებდნენ აზერბაიჯანელი ლეგიონერები _ სარიევი, ბახშიევი და ფაშაევი. რუსთაველები ზონას დააყენებდნენ, სამქულიანებით იბომბებოდნენ, ერთი-ერთზე აიყვანდნენ მეტოქეს და ფეხმარდი თბილისელი უკანახაზელები სწრაფი კონტრშეტევებით იხვეჭდნენ ქულებს.თავის მხრივ, “ენერჯი-ინვესტსა” არ უძნელდებოდა ქულების გროვება, რაშიც კოტე ტუღუში გამოირჩეოდა და ანგარიში თანაბრად იზრდებოდა.ნტდ-მ პირველი ტაიმი 43:42 მოიგო და მესამე მეოთხედში ცოტას ჩამორჩა. კოტე ტუღუშმაც გაისწორა სამიზნე და რუსთაველთა საქმე წინ წავიდა. აქეთ ლაშა გამყრელიძე ფეხმარდობდა, ხშირ-ხშირად შერბოდა მეტოქის ფარქვეშ და შეტევას უმეტესწილად შედეგიანად აგვირგვინებდა.ცხადი იყო, რომ ყველაფერს ბოლო მეოთხედი გასცემდა პასუხს და ასეც მოხდა. სირენამდე 2 წუთზე ნაკლები რჩებოდა, როცა ნტდ 3 ქულით მიუახლოვდა რუსთაველებს, მაგრამ უკანასკნელ წამებზე უკეთ ითამაშეს დავით უსტიაშვილის დამოძღვრილმა კალათბურთელებმა. ლაშა გამყრელიძემ მიყოლებით 2 შედეიანი გარღვევა განახორციელა და “ენერჯი-ინვესტი” მიუწვდომელი გახადა.
ნტდ–ს ყველაზე მეტი ქულა კოტე ტუღუშმა ჩაუგდო