მეხუთედ მიმდინარე სეზონში: შენგელია განვითარების ლიგაში გაუშვეს

მეხუთედ მიმდინარე სეზონში: შენგელია განვითარების ლიგაში გაუშვეს

თორნიკე შენგელია, რომელსაც „ბრუკლინ ნეთსში“ თამაში იშვიათად, ისიც ძალიან მცირე ხნით უწევს, ნბა-ს განვითარების ლიგაში გაანათხოვრეს. მიმდინარე სეზონში ბრუკლინელებმა უკვე მეხუთედ გაუშვეს შენგელია „სპრინგფილდ არმორში“, რომელიც D-ლიგაში მათ სატელიტ გუნდს წარმოადგენს.
 

 
„სპრინგფილდში“ შენგელიას საშუალოდ 37,8 წუთს ათამაშებენ და ქართველი ფორვარდიც მთელს ლიგაში ერთ-ერთი საუკეთესოა. თორნიკემ „სპრინგფილდ არმორის“ შემადგენლობაში ამ სეზონში 6 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ 26,8 ქულას, 9,2 მოხსნას და 5 პასს აგროვებდა.
 
შენგელიასთან ერთად ბრუკლინელებმა D-ლიგაში ტაიშონ ტეილორიც გაუშვეს. თორნიკე “არმორის” შემადგენლოპბაში 20 მარტს, “ბეი ჰოქსის” წინააღმდეგ ითამაშებს.