მიხეილ ქორქიასა და ზურაბ საკანდელიძის მემორიალი რუსთავში დღეს
დაიწყო. პირველ მატჩში ერთმანეთს შეხვდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და
აგრარული უნივერსიტეტის გუნდები შეხვდნენ.
ორივე გუნდში გარკვეული ცვლილებებია,
თუმც ამ მხრივ უფრო შსს გამოირჩევა. „ძალოვანთა“ გუნდმა ახალი მწვრთნელი დაიმატა
დავით უსტიაშვილის სახით, რომელიც აქამდე „ბათუმში“ მუშაობდა. უსტიაშვილი ეროვნული
ნაკრების მთავარი მწვრთნელის, იგორ კოკოშკოვის თანაშემწეა და შსს–ს
ხელმძღვანელებსაც მისი ძალიან ეიმედებათ.
შსს–ში დებიუტი ჰქონდათ რუსთავის „ენერჯი–ინვესტიდან“ გადასულ ბექა
წივწივაძეს და ჟოლივეტ ტუჯანს, რომლებმაც სსაუს–თან მატჩი საკმაოდ კარგად ჩაატარეს
და გამარჯვებაში თავიანთი წილი დაიდეს. რაც შეეხებათ აგრარელებს, მათ ახალი
მწვრთნელი ჰყავთ, მაგრამ გია კაზანჯიანი ახლა 16–წლამდელთა ნაკრების შეკრებაზე
იმყოფება და მისი დებიუტი სსაუ–ში გადაიდო. მის ნაცვლად თამაშს თემურ აბულაძე
გაუძღვა.
მატჩის პირველი მეოთხედი შედარებით თანაბარი იყო. სანამ შსს თამაშს
დაალაგებდა, შეხვედრა შედარებით ქაოტურად მიმდინარეობდა და სსაუ მეტოქეს არ
რჩებოდა. საწყისი მეოთხედი „ძალოვნებმა“ 16:12 მოიგეს, მეორე ათწუთეულში კი
უპირატესობა გაზარდეს და სოლიდურ ლიდერობასაც დაეპატრონენ. პირველი ტაიმი
უსტიაშვილის გუნდის 17–ქულიანი უპირატესობით დასრულდა, ხოლო მესამე მეოთხედში
სხვაობამ 40 ქულას მიაღწია და გამარჯვებულის ვინაობაც აქ გაირკვა.
მომდევნო შეხვედრაში, 14 საათზე, ერთმანეთს A ჯგუფის კიდევ 2 წევრი
– თსუ და თსსუ („სამედიცინო“) შეხვდებიან
შსს 93:62 სსაუ16:12 23:10 29:7 25:33შსს: ლაფანაშვილი (11), ბ. ლეჟავა, მოკოლაძე (8), კოტონი (7), მარკოიშვილი (9), ტუჯანი (8), ბარბაქაძე (8), იმნაძე (18), შერმადინი (5), წივწივაძე (5), ტომარაძე (12), სუხიშვილი (2)სსაუ: ტეტელაშვილი (4), ნანიტაშვილი (5), კანდელაკი, სიგუა (6), ჩაჩანიძე (21), ხანიაშვილი (19), გემაზაშვილი (2), ჯავახიშვილი (3), მუმლაძე (2)მსაჯები: მალხაზ ანდღულაძე, ხათუნა გაბედავაკომისარი: გია სანაძე