მეოთხედფინალური წყვილები ცნობილნი არიან

სოხუმი – აკადემია    61:94
დინამო – რუსთავი   80:65
დღეს აგრარულ უნივერსიტეტში 2 მატჩი გაიმართა და მიუხედავად იმისა, რომ რეგულარული ჩემპიონატის დასრულებამდე კიდევ 1 მატჩია, მეოდხედფინალური წყვილები უკვე ცნობილნი არიან.
„ჰიუნდაიმ“ გუშინ ფოთში ადგილობრივი გუნდი დაამარცხა და ეს შედეგი ცხრილში ჯერჯერობით არაა შეტანილი. ამის გათვალისწინებით, ყველაფერი ნათელია: იმ 4 გუნდის სახელი, რომლებიც პირველი ჯგუფიდან პლეი ოფში გადიან, ცნობილნი არიან და უკვე მეოთხედფინალის წყვილებიც გაცხადდა.
დაწყვილების სისტემა ეგრედ წოდებული „ჯვარედინია“. პირველზე გასული მეორე ჯგუფის მეოთხეადგილოსანს ხვდებოდა, მეორე – მესამეს, მესამე – მეორეს და მეოთხე – პირველს. შესაბამისად, „მართვე“ „სოხუმს“, „ჰიუნდაი“ –„ნაკრებს“, „აკადემია“ – „დინამოს“ და „ქუთაისი“ „რუსთავს“ შეხვდება.
მეოთხედფინალში წაგებული გუნდები 5–8 ადგილებს გაითამაშებენ, მოგებულები კი, თავისთავად, ჩემპიონობისთვის გააგრძელებენ ბრძოლას.
ასევე გათამაშდება 9–12 ადგილები, რომლებშიც პლეი ოფში ვერგასული გუნდები მიიღებენ მონაწილეობას. ჯგუფებში მეხუთე ადგილზე გასული გუნდები ერთმანეთში ჩემპიონატის 9–10 ადგილებს გაითამაშებენ.რაც შეეხება  11–12 ადგილებისთვის მატჩს, იგი არ გაიმართება, რაკი ორივე ჯგუფში თითო გუნდი უფინანსობის გამო ჩემპიონატიდან მოიხსნა. შესაბამისად, „სალხინოსა“ და „მართვე 3“–ს შორის მატჩი აღარ ჩატარდება.