მერაბ რატიშვილი – ევროპაში სეზონის უმაღლესი რანგის მატჩის კომისარი

მერაბ რატიშვილი – ევროპაში სეზონის უმაღლესი რანგის მატჩის კომისარი

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალი. კონტინენტის საუკეთესო ნაკრების გამოსავლენ მატჩში ერთმანეთს ლიტვა და ესპანეთი შეხვდნენ. გამომდინარე იქიდან, რომ 2016 წელს არც ქალთა და არც ვაჟთა ევრობასკეტი არ იმართება, 20-წლამდელთა ჩემპიონატი არის სეზონის ყველაზე მაღალი რანგის შეჯიბრება. სწორედ ამ ტურნირის სატიტულო მატჩის კომისარი გახლდათ მერაბ რატიშვილი, რომელიც 20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე დაწყების დღიდან მუშაობდა და გადამწყვეტი მატჩის მომსახურების პატივიც სწორედ მას ერგო.
წლებია, მერაბ რატიშვილი ფიბა-ს კომისარია და საერთაშორისო მატჩებს ემსახურება, თუმცა ასეთი მაღალი რანგისა და მნიშვნელობის მატჩზე მუშაობის საშუალება პირველად მიეცა, რაც ქართული სამსაჯო კორპუსისა და მთლიანად, ჩვენი ქვეყნის დიდი წარმატებაა. რატიშვილთან ერთად ლიტვისა და ესპანეთის ფინალურ მატჩს მოემსახურნენ არბიტრები – ოლეგს ლატიშევსი (ლატვია), ზაფერ ილმაზი (თურქეთი) და ანე პანტერი (გერმანია).
შეხვედრა დაძაბული გამოდგა, რომლის ბედიც ბოლო წუთებზე გაირკვა. მსაჯთა და კომისრის მხრიდან გამოვლენილი დიდი პროფესიონალიზმის წყალობით მატჩმა კორექტულად და გართულებების გარეშე ჩაიარა. საფინალო სირენის შემდეგ ევროპის ჩემპიონის ტიტული ესპანელებმა მოიგეს.
ფინალის მომსახურენი: ზაფერ ილმაზი, მერაბ რატიშვილი,ოლეგს ლატიშევსი და ანე პანტერი