მეტრეველის 29 წუთი და 8 ქულა უიმედოდ წაგებულ მატჩში

მეტრეველის 29 წუთი და 8 ქულა უიმედოდ წაგებულ მატჩში

ნიკა მეტრეველის “როზეტო” იტალიის დეგადუეს ვერცხლის ლიგაში “არგიჯენტოსთან” უიმედოდ დამარცხდა. მიუხედავად იმისა, რომ როზეტოელები შინ თამაშობდნენ, მეტოქეს ვერანაირი წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს და 68:89 დამარცხდნენ.
ქართელმა ფორვარდმა 29 წუთი ითამაშა და 8 ქულა, 3 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩააჭრა დააგროვა. მეტრეველმა 4-დან 2 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. როზეტოელთაგან საუკეთესო ჩარლზ ლეგიონი გახდა, რომელმაც 29 ქულა მიითვალა.
12 მოგებითა და ამდენივე წაგებით “როზეტო” 15-გუნდიან ლიგაშ მე-8 ადგილზეა. 30 მარტს მტრეველის გუნდი “ტრივილიას” უმასპინძლებს.