მეტრეველის გუნდი ლიდერთა სამეულს გამოაკლდა

მეტრეველის გუნდი ლიდერთა სამეულს გამოაკლდა

ნიკა მეტრეველის გუნდი, რომელიც იტალიის უმაღლეს – სერია „ა“-ში ლიდერთა შორის იყო, მე-5 ტურში მარცხი განიცადა და ცხრილის შუისკენ დაქვეითდა. „კაპო დ’ორლანდომ“ შინ დაძაბულ ბრძოლაში – მხოლოდ 4 ქულით წააგო „ვარეზესთან“ – 62:66.
მეტრეველი ორლანდოელთა სასტარტო ხუთეულის უცვლელ წევრად იქცა და საკმაოდ დამაჯერებლადაც ირჯება. „ვარეზესთან“ მას ნაადრევად დაუგროვდა პერსონალურები და ამის გამო სათადარიგოთა სკამზე ნაადრევად დაჯდომა მოუწია. საბოლოოდ ნიკამ 18 წუთი ითამაშა, რის განმავლობაშიც 3 ქულა, 5 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა. მეტრეველმა 1 სამქულიანი ჩააგდო და სამივე ორიანი ააცილა.
3 მოგებითა და 2 მარცხით „კაპო დ’ორლამდო“ 16-გუნდიან სერია „ა“-ში მე-7 დგლზეა. მეტრეველის გუნდი მომდევნო ტურის მატჩს 8 ნოემბერს, სტუმრად „კასერტსთან“ გამართავს.