მეტრეველის სასტარტო, 4 ქულა და გასვლითი გამარჯვება

მეტრეველის სასტარტო, 4 ქულა და გასვლითი გამარჯვება

იტალიის სერია A-ს მატჩის სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა ნიკა მეტრეველი, რომლის დ’ორლანდომ სტუმრად ლავორო დაამარცხა. საქართველოს ნაკრების ფორვარდი მოედანზე 17 წუთი იმყოფებოდა და თამაში 5 პერსონალურის გამო დატოვა.
მეტრეველი საკმაოდ აქტიური იყო. მისი 4 საშუალო ტყორცნიდან 2-მა მიაღწია მიზანს, ხოლო თითო სამქულიანი და საჯარიმო ააცილა. ქართველმა ფორვარდმა საბოლოოდ 4 ქულა, 3 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა. საუკეთესო შედეგი ჰქონდა სიმას ბატისტს, რომელმაც ორლანდოელებს 18 ქულა შესძინა.
მეტრეველის გუნდმა მასპინძლები საბოლოოდ 76:64 დაამარცხა, რის შემდეგაც 2 მოგების წილ 1 მარცხი დაუგროვდა და ამ შედეგით სერია A-ში მე-6 ადგილზეა. მომდევნო მატჩს ორლანდოელები 25 ოქტომბერს შინ რეჯიო ემილიასთან გამართავენ.