მეტრეველმა “კიეტის” 11 ქულა ჩაუგდო

მეტრეველმა “კიეტის” 11 ქულა ჩაუგდო

ხანგრძლივი ტრავმიანობის შემდეგმოედანს დაუბრუნდა ნიკა მეტრეველი, რომელიც იტალიურ “როზეტოში” ასპარეზობს. ეს გუნდი იტალიის ლეგადუეს ვერცხლის ლიგაში თამაშობს. განვმატრავთ, რომ უმაღლესი ლიგის – სერია “ა”-ს შემდეგ ლეგადუე მოდის, რომელიც თავის მხრივ 3  – ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს ქველიგებად არის დაყოფილი.
“როზეტო” ლეგადუეს ვერცხლის ლიგაში საშუალო გუნდის სტატუსით სარგებლობს. გასულ ტურში, 16 მარტს, როზეტოელოელები სტუმრად ცხრილში მეზობლად მყოფ “კირტის” შეხვდნენ და 73:80 დამარცხდნენ.
სტუმრად ჩტარებულ მატჩში მეტრეველმა 19 წუთი ითამაშა და 11 ქულასთნ ერთად 3 მოხსნა მიითვალა. ქართველმა ლეგიონერმა 5-დან 2 ორქულიანი, 2-დან 2 სამიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. როზეტოელთგან 22 ქულით საუკეთესო ჩარლზ ლეგიონი გახდა, მაგრამ გუნდი კიეტოში მაინც დამარცხდა.
12 მოგებით და 11 მარცხით “როზეტო” 15-გუნდიან ვერცხლის ლიგაშ მე-8 ადგილზეა. მომდევნო ტურში, 23 მარტს , “როზეტო” “აგრიჯენტოს” უმასპინძლებს.